რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ თავდასხმას წამოიწყებს? - ტრამპს „შესაძლოა 10 წუთი“ ჰქონდეს იმის გადასაწყვეტად, დაიწყოს თუ არა საპასუხო დარტყმა
18-05-2017, 06:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტ ტრამპს „შესაძლოა 10 წუთი“ ჰქონდეს იმის გადასაწყვეტად, დაიწყოს თუ არა საპასუხო დარტყმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ - თუკი ამ უკანასკნელმა ოდესმე ისეთი რაკეტა გაუშვა, რომელსაც შეერთებული შტატების კონტინენტზე მიღწევის შესაძლებლობა ექნება, აცხადებენ ექსპერტები.

 


Associated Press -სთან იმის შესახებ საუბრისას, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული თავდასხმა წამოიწყო, UCS-ის გლობალური უსაფრთხოების პროგრამის მეცნიერმა დევიდ რაითმა და გერმანიის „ST-ის ანალიტიკოსების" რაკეტების ანალიტიკოსმა მარკუს შილერმა აღწერეს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

 


„დროთა კავშირი ძალიან მოკლეა“, ხსნის რაითი. „თვით შორ მანძილზე მიმავალი რაკეტებისთვისაც, ბევრი საფეხურია, რომელიც გამოვლენის და იმის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, თუ რა არის ის, რაც პრეზიდენტს ალბათ მხოლოდ 10 წუთს უტოვებს იმის გადასაწყვეტად, წამოიწყოს თუ არა საპასუხო დარტყმა“.

 


„ნიუ-იორკ პოსტი“ წერს, რომ მაშინ როდესაც ექსპერტები დაჟინებით ირწმუნებიან, რომ ჩრდილოეთ კორეას ჯერ კიდევ არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ შექმნას რაკეტა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტს მისწვდება, კომუნისტურმა სახელმწიფომ ორშაბათს განაცხადა, რომ მას ამის შესაძლებლობა აქვს.

 


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ის მტკიცებით, მას შემდეგ რაც ფხენიანმა კვირას „ჰვასონგ-12“ რაკეტა გამოსცადა, მას ახლა შესაძლებლობა აქვს გაგზავნოს „დიდი ზომის მძიმე ბირთვული ქობინები“ წყნარი ოკეანის გასწვრივ.

 


მაგრამ სამხრეთ კორეის კიუნგნამის უნივერსიტეტის პროფესორმა, კიმ დონგ იუბმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ისინი ბედნიერები იქნებიან იმითაც, ალასკას და უკეთეს შემთხვევაში ჰავაის რომ მისწვდნენ.

 


მიუხედავად ამისა, თუ ჩრდილო კორელეებს მართლაც აქვთ შესაძლებლობა დარტყმა მიაყენონ შეერთებული შტატების სამიზნეებს, რაითი და შილერი პროგნოზირებენ, რომ მოვლენები შეიძლება უმართავი გახდეს და თან სწრაფად.

 


მაშინ როდესაც რაითი დარწმუნებულია, რომ ჰერმიტის სამეფოდან გაშვებულ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტას ნახევარი საათი დასჭირდება სან ფრანცისკომდე მისაღწევად, შილერმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რაკეტამ შესაძლოა დარტყმა მიაყენოს სიეტლს და ლოს-ანჯელესს მისი გაშვებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში.

 


ნიუ იორკსა და ვაშინგტონში კი, რომლებიც 6, 800 (დაახლოებით 11, 000 კმ) მილზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობენ, მოსალოდნელია, რომ რაკეტებმა 30-დან 40 წუთამდე პერიოდში მიაღწიონ, აცხადებენ შილერი და რაითი, რომელთა თქმითაც, გაცილებით მცირე დრო, დაახლოებით 10 წუთი იქნება საჭირო ჩრდილოეთ კორეიდან ტოკიომდე რაკეტის მისაღწევად, სეულამდე კი კიდევ უფრო მცირე დრო, რაც რეგიონში ამერიკის მთავარ მოკავშირეებს ურთულეს მდგომარეობაში აყენებს.

 


მაშინ როდესაც თავდაცვის სისტემები თავის ადგილზეა, რათა განახორციელოს თავდაცვა ამგვარი თავდასხმებისაგან, შილერი და რაითი გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებენ, რომ ამ სისტემების მოქმედება შესაძლოა წარუმატებლად დასრულდეს ან აღმოჩნდეს უსარგებლო, საარტილერიო თავდასხმების და რაკეტების მრავალჯერადი გასროლების შემთხვევაში.

 


ექსპერტებმა AP-ს უთხრეს, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეა ბოლოს და ბოლოს იფიქრებს, რომ ის დაუყოვნებელი თავდასხმის ან საფრთხის ქვეშ იმყოფება, ერთი შესაძლო სცენარი იქნებოდა ის, რომ ფხენიანმა პირველად თავის სამიზნედ გაიხადოს სამხრეთ კორეის ქალაქი ბუსანი, რომელიც ხშირად შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების პორტად გამოიყენება.

 


ამგვარი ქმედების შემთხვევაში, გაურკვეველია რა იქნება შემდეგი ნაბიჯი - მაგრამ თუკი ტრამპი გადაწყვეტს საპასუხო დარტყმას, შილერი და რაითი ამბობენ, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ხმელეთზე ბაზირებული კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა და წყალქვეშა გემზე ბაზირებული რაკეტები გაუშვას 5 წუთში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი