2 საუკუნის შემდეგ პირველად, იაპონიის იმპერატორი ტახტიდან გადადგება - მთავრობამ კანონპროექტი მოიწონა, რაც კანონად ქცევის შემთხვევაში, აკიჰიტოს გადადგომის უფლებას ანიჭებს
18-05-2017, 23:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც, თუკი ის კანონად იქცევა, ნებას დართავს იმპერატორ აკიჰიტოს, ტახტიდან გადადგეს.

 

 

83 წლის იმპერატორმა გასული წლის აგვისტოში უიშვიათეს, 10-წუთიან წინასწარ ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ მისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ოფიციალური მოვალეობის შესრულებას ართულებდა.

 


მაგრამ ახლანდელი კანონმდებლობით, მისი ტახტიდან გადადგომა და ტახტის მემკვიდრის, პრინც ნარუჰიტოს მიერ მისი შეცვლის უზრუნველყოფა არ არის შესაძლებელი.

 


BBC-ის ცნობით, კანონპროექტი ახლა პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც მას დიდი ალბათობით დაამტკიცებენ.

 


ეს იქნება პირველი შემთხვევა 2 საუკუნის, 1817 წლის შემდეგ, როცა იაპონიის იმპერატორი ტახტიდან გადადგება. 1817 წელს ტახტიდან იმპერატორი კოკაკუ გადადგა.

 


იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიჰიდე შუგამ რეპორტიორებს განუცხადა, რომ მთავრობა „იმედოვნებს, რომ კანონი დაუბრკოლებლად იქნება მიღებული“.

 


აკიჰიტო, რომელსაც გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და პროსტატის კიბოზე მკურნალობდა, ტახტზე 1989 წელს, მისი მამის, ჰიროჰიტოს გარდაცვალების შემდეგ ავიდა და იაპონელების დიდი ნაწილი მისდამი სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს.

 


კანონპროექტი, რომელიც პარასკევს მთავრობამ მოიწონა, აღნიშნავს ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას იმპერატორის სურვილებისადმი, იუწყება იაპონიის მედია.

 


ტახტიდან გადადგომის შესახებ კანონპროექტი ამბობს, რომ ტახტის მემკვიდრე პრინცი ნარუჰიტო დაუყოვნებლივ ავა ტახტზე, მაგრამ ამავე კანონით, არც მას და არც მის შემცვლელს არ ექნება ტახტიდან გადადგომის შესაძლებლობა.

 


მთავრობა იმპერატორის ტახტიდან გადადგომის თარიღს განსაზღვრავს, რომელიც სავარაუდოდ 2018 წლის დეკემბერი იქნება.

 


იაპონიაში ქალებს არ აქვთ უფლება ტახტის მემკვიდრენი გახდნენ და ამგვარად, პრინცესა აიკო, ტახტის მემკვიდრის, პრინც ნარუჰიტოს ქალიშვილი, ვერ შეცვლის მამამისს.

 


2006 წელს, როდესაც იმპერატორს ვაჟი შვილიშვილები არ ჰყავდა, იაპონიაში დებატები წამოიჭრა იმასთან დაკავშირებით, უნდა შეძლებოდა თუ არა ქალს ტახტზე ასვლა, მაგრამ საკითხის განხილვა მას შემდეგ გადაიდო, რაც საიმპერატორო ოჯახში ვაჟი დაიბადა.

 


რატომ არ შეუძლია იმპერატორს გადადგომა? იაპონიის არსებულ კანონებში გადადგომა არ არის ნახსენები. ასე რომ, იმისათვის, რომ მან შეძლოს გადადგომა, კანონები უნდა შეიცვალოს. ცვლილებები ასევე უნდა მოიწონოს პარლამენტმა.

 


რას ფიქრობს ხალხი?
უმრავლესობა მხარს უჭერს იმპერატორის სურვილს, გადადგეს. „კიოდოს“ ახალი ამბების სააგენტოს 2016 წლის ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 85% აცხადებდა, რომ გადადგომა უნდა ყოფილიყო ლეგალიზებული. მაგრამ ამგვარი ნაბიჯი იაპონიის საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის იყო მიუღებელი.

 

 

რას აკეთებს იმპერატორი? იმპერატორს არ გააჩნია პოლიტიკური ძალაუფლება, მაგრამ აქვს რამდენიმე სახის მოვალეობა, ისეთი მაგალითად, როგორიცაა უცხოეთის მაღალი წოდების პირების ოფიციალური დახვედრა და მისალმება. იაპონიის მონარქია შინტოს რელიგიაშია ძალიან ღრმად ჩართული და იმპერატორი ჯერ კიდევ ასრულებს რელიგიურ ცერემონიებს. მას ასევე მოჰყავს ბრინჯის მცირე მოსავალი სასახლის ტერიტორიაზე, მაშინ როცა იმპერატორის მეუღლე აბრეშუმის ჭიებს ზრდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი