ნინო ბურჯანაძე რევოლუციურ სცენარს პროგნოზირებს - „როდესაც მდიდარი ადამიანი გადაწყვეტს, რომ მთელი ქვეყანა იყიდოს და ჯიბეში ჩაიდოს, საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის ერთი პირის საწარმოდ გადაკეთებას“
19-05-2017, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს კონსტიტუცია არის ბიძინა ივანიშვილის სახლში დაწერილი და ბიძინა ივანიშვილის მიერ ბეჭედდასმული და „უმრავლესობას“ არ აქვს უბრალოდ უფლება, რამე შეცვალოს“, ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნული კონსტიტუციის პროექტის მიღების პირობებში, როდესაც „ხალხს არაფერს ეკითხებიან“, საქართველოში ახალი რევოლუციური სცენარიც არ გამორიცხა.

 


„TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას მან თქვა, რომ კონსტიტუციის ახალი ვარიანტი გამოხატავს იმ სურვილს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდეს“, რაც ბურჯანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის ადრინდელ განცხადებებში იკვეთება და რომლის მიხედვითაც ქართულ პოლიტიკაში ტემპერატურა მაქსიმალურად დაბლა უნდა დაწეულიყო, რომ „შუა, ეგრედ წოდებული, გაკრეფილიყო, ყველაფერი მისი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო“ და როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, „რეალუარდ, ახალი კონსტიტუცია გააფორმებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკიური პროცესი, სამართლებრივი ჩარჩოებით, მოკვდება, თუმცა ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს უკურეაქციას, პოლიტიკური პროცესების ზომაზე მეტად მაღალ ტემპერატურაზე აწევას, დაპირისპირებას საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში ძალიან გაამწვავებს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რაც ამ ხელისუფლების კრახით დასრულდება“.

 


ნინო ბურჯანაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა შესაძლოა, რევოლუციურ სცენარს ჩაუყაროს საფუძველი.

 


„როდესაც მდიდარი ადამიანი გადაწყვეტს, რომ მთელი ქვეყანა იყიდოს და ჯიბეში ჩაიდოს, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდები, როგორც ჩანს, იმაზე მეტად ბრწყინავს საქართველოს მოსახლეობის ნაწილის თვალში, ვიდრე ეს ადრე წარმოგვედგინა, ამისდა მიუხედავად ნამდვილად არის ქვეყანაში ის ჯანსაღი ნაწილი საზოგადოების, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ქვეყნის ერთი პირის საწარმოდ გადაკეთებას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს და ერთი პირის, ასე ვთქვათ, მომსახურე ტერიტორიად იქცეს“, აცხადებს ნინო ბურჯანაძე და ამატებს, რომ საქართველოსთვის, იმ პირობებში, როცა სუსტი „სატელიტური“ პოლიტიკური პარტიების სიმრავლეა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, პოლიტიკური ცხოვრების დღევანდელი საპარლამენტო მოდელი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მემკვიდრეობაა და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ შეცვალა, „მიუღებელი და სახიფათოა“, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მოდელზე უარის თქმა ხდება და ბურჯანაძის აზრით, ამ მხრივ ევროპული ქვეყნების მაგალითად მოყვანა არასწორია, რადგან „იქ ხალხს ჰკითხეს, უნდოდათ თუ არა ის მოდელი, რომელზეც საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული“.

 

კომენტარები: 2
#2   giorgi
      
კველა მილიონერი ებრდზვის ივანისჰვილს და რატომ?
19 მაი 2017 10:31
#1  giorgi
      
100% ვეტანხმები ქალბატონ ნინოს, მაგრამ არ მჯერა მისიც, რადგან სააკაშვილის ხელისუფბლებაში რითი გამოიჩინა თავი, ყველაფერზე კვერს უკრავდა, სანამ არ გამოაგდო მიშამ.
19 მაი 2017 04:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი