შვედეთის სამეფოს საქართველოში თავდაცვის ახალი ატაშე ჰყავს
19-05-2017, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი თავდაცვის უწყებაში ყოფილ ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფან სიობერგთან ერთად იმყოფებოდა.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფან სიობერგს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. მან შვედ დიპლომატს საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

 


მინისტრის პირველმა მოადგილემ შვედ დიპლომატებთან საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილა. ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შვედეთის სამეფოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო საინჟინრო შესაძლებლობების განვითარების საქმეში შვედი ინსტრუქტორების ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და შვედი სამხედროების მონაწილეობასაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის ფორმატს დაეთმო.

 


დღესვე, შვედ დიპლომატებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე შეხვდა.

 


შვედმა პოლკოვნიკმა სტეფან სიობერგმა საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. მის პოზიციაზე, ასევე სამი წლის განმავლობაში, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი გააგრძელებს მოღვაწეობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი