თავდაცვის მინისტრმა რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს ლექცია წაუკითხა
19-05-2017, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპული ინტეგრაციის კუთხით ცნობიერების ამაღლებისა და ევროპის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ევროპის დღეები იმართება. ევროპის დღეების ფარგლებში, დღეს რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი დაიწყო. სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი-ევროინტეგრაცია“ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ გახსნეს.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებს თემაზე - „ევროატლანტიკური ღირებულებები და საქართველო“ - ლექცია წაუკითხა.

 


ლევან იზორიამ ყურადღება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა.

 

 

„მქონდა შესაძლებლობა, წამეკითხა ლექცია და მესაუბრა ევროპის ტიპის სახელმწიფოს მნიშვნელობაზე, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებზე. დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ პროპაგანდის შესაჩერებლად, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ადამიანის თავისუფლების, ღირსების დაცვის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ურყევობის წინაშე პასუხისმგებლობა“, განაცხადა მინისტრმა.

 


თავდაცვის მინისტრმა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსზე, წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის პრიორიტეტულია. ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ოპტიმიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმებიც გაიხსენა.

 


ლექციის დასრულების შემდეგ, მინისტრის სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 


ნინო ბოლქვაძემ ლევან იზორიას თანამშრომლობისა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

 


საქართველოში ევროპის დღეები 7 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით წელს მეხუთედ აღინიშნება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი