მთავარმა პროკურატურამ თბილისის მერიის მიერ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა
22-05-2017, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა ხსენებულ უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა, რომელიც შეეხება ქ. თბილისის მერიის მიერ, 2016 წლის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 


„საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ მედიასაშუალებებში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.

 


მიუხედავად არაერთი განცხადებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ მოხდა აღნიშნული მასალების გასაჯაროება და რეაგირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოსთვის გადაგზავნა.

 


ვინაიდან ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება თავად გამოითხოვოს აღნიშნული მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

 


წერილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღეს გაუგზავნა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი