შსს-მ ყალბი ფულის შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა
22-05-2017, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1965 წელს დაბადებული გ. კ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ა., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით შეიძინეს ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში გაასაღეს. აღნიშნული ქმედებით, ჯიხურის მოლარე-ოპერატორმა 1305 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიიღო.

 

 

სამართალდამცველებმა, ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ გასაღებული ყალბი კუპიურა.

 

 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი