ისრაელში ვიზიტად მყოფმა დონალდ ტრამპმა ირანიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხეზე გამაფრთხილებლად განაცხადა
22-05-2017, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ისრაელში ვიზიტი ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრით დაიწყო, იმ შემთხვევაში თუ თეირანი ბირთვულ იარაღს შეიძენს.

 


„ირანი არასოდეს არ უნდა იყოს ნებადართული შეიძინოს ბირთვული იარაღი“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს იერუსალიმში, მის გვერდით კი ამ დროს ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი იდგა.

 


ტრამპი ისრაელში საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა და განაცხადა, რომ გააჩნია ახალი მიზეზები, ჰქონდეს იმის იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.

 

 

 

 

28-საათიანი ვიზიტისას, ტრამპი უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ხოლო მოგვიანებით პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.

 

 

ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების შემდეგ მან ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „საშინელი“ უწოდა. 

 

 

 

იგი უკვე ესტუმრა იერუსალიმის ქრისტიანების კვარტალში მდებარე ტაძარს, სადაც იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქს, თეოფილოს მესამეს ესაუბრა, სამშაბათს კი ბეთლემში გაემგზავრება.

 

 

 

 

ტრამპი იერუსალიმში ასევე გოდების კედელთან მივიდა და ილოცა. 

 

 

ტრამპს და პირველ ლედის, მელანიას თელ-ავივის ბენ-გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე, ასევე პრეზიდენტი რუვენ რივლინი და ისრაელის კაბინეტის წევრები დახვდნენ. „როიტერსის“ ცნობით, მიიჩნევენ, რომ ტრამპის საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თელ-ავივში ჩაფრენით, ელ-რიადიდან ისრაელში პირველი პირდაპირი ავიარეისი განხორციელდა.

 

 

„ამ დღეებში ჩემი მგზავრობისას, მე ვიპოვე ახალი მიზეზები იმედისთვის“, განაცხადა ტრამპმა მოკლე სიტყვაში, ისრაელში ჩასვლისას.

 

 

„ჩვენ გვაქვს ჩვენამდე იშვიათი შესაძლებლობა ჩამოვიტანოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა და მშვიდობა ამ რეგიონში და მის ხალხთან, დავამარცხოთ ტერორიზმი და შევქმნათ მომავალი ჰარმონია, კეთილდღეობა და მშვიდობა, მაგრამ ჩვენ ამის მიღწევა მხოლოდ ერთად მუშაობით შეგვიძლია. სხვა გზა არ არსებობს“, თქვა მან.

 

 

პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომის შემდეგ ეს ტრამპის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია, რომელიც შაბათს, მას შემდეგ დასრულდება, რაც იგი ვატიკანს, ბრიუსელს და სიცილიას ესტუმრება.

 

 

პრეზიდენტ ტრამპის პირველი უცხოური ვიზიტი აშშ-ის შიდა პოლიტიკაში არსებული სკანდალის ფონზე ხორციელდება, რაც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორობიდან ჯეიმს კომის მოულოდნელ გათავისუფლებას მოჰყვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი