რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზიანებული ადგილები მოინახულა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ განსაკუთრებით დააზიანა ლაჯანურის ხეობა, სადაც სოფლების, ორბელისა და ლაჯანის გარკვეულ მონაკვეთებს საფრთხე შეექმნა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა და განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები.
რეგიონში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა სავარგულებისა და სახნავ–სათესი მიწების ნაწილის დატბორვაც გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.