კიბერუსაფრთხოებაში ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა
23-05-2017, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლებს სპეციალურ კურსს სთავაზობს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ტრენინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის იმ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ელექტრონულ სისტემებთან აქვთ წვდომა.

 


კურსი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა როდიონ ქორჩილავამ გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა. ბიუროს ხელმძღვანელმა ყურადღება საქართველოსთვის კიბერსივრცის დაცულობისა და სტრუქტურულ ერთეულებსა და უწყებებს შორის კოორდინაციის საჭიროებაზე გაამახვილა. მან კიბერინციდენტების გაზრდის საგანგაშო ტენდენციაზეც ისაუბრა.

 


ერთთვიანი თეორიული კურსის განმავლობაში ბიუროს წარმომადგენლები მსმენელებს კიბერსაფრთხეებთან, ასევე, კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვან ღონისძიებებთან დაკავშირებით, მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან და პრაქტიკულ და ტექნიკურ მაგალითებსაც წარუდგენენ", ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი