ლევან იზორია: ორ კვირაში ჩვენს ოპერაციულ ძალებს შორის ერთობლივი წვრთნები დაიწყება
23-05-2017, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ მიმდინარე რიგით მეხუთე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ლევან იზორიამ, ფიქრი იშიკმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი წარმატებულად შეაფასეს და ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ერთხმად დაუჭირეს მხარი. მინისტრებმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილიც გამოთქვეს.

 

 

„ათწლეულებია თავდაცვის სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ერთობლივი წვრთნების ჩატარების კარგი გამოცდილება გვაქვს. წელს ერთობლივ წვრთნებს უფრო ფართო სახე მიეცა - ორ კვირაში ჩვენს ოპერაციულ ძალებს შორის ერთობლივი წვრთნები დაიწყება; სექტემბერში კი, ერთობლივი საშტაბო-კომპიუტერული წვრთნები ჩატარდება. განვიხილეთ, რომ ეს ფორმატი მომავალში უფრო გავაფართოვოთ. მსგავსი სახის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, თუ როგორ უნდა ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი უფრო მაღალ დონეზე, რათა ჩვენს რეგიონში გლობალური პროექტები განხორციელდეს“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

 

როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამივე ქვეყანას ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა აქვს და კავკასიაში სამივე ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.


„ჩვენს ქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით მართლაც, რომ სამაგალითო ურთიერთობა გააჩნიათ. სამივე ქვეყანა ენერგოსატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება. ამას მეტყველებს დღეს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში თურქეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი. სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი წარმატებით ვითარდება და სამომავლოდ შეგვიძლია აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ახალი პროექტები განვავითაროთ. კავკასიის რეგიონში სამივე ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ და კიდევ ერთხელ საქართველოსა და აზერბაიჯანთან მტკიცე პარტნიორობის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, განაცხადა ფიქრი იშიკმა.

 

 

„რეგიონული თანამშრომლობის განხილვისას შევთანხმდით, რომ სამმხრივი ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენაა მიმართული. ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის კი, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ხელს ჩვენი ქვეყნების განვითარებას შეუწყობს. შეხვედრაზე ჩვენს მიერ განხილული საკითხები უსაფრთხოების, სტაბილურობის, მშვიდობისა და რეგიონის განვითარებისკენაა მიმართული“ განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა და საუბრის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა.

 

 

ერთობლივი განცხადებებისას სამივე მინისტრმა მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმეს და გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს.

 

 

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. დღევანდელი მინისტერიალი რიგით მეხუთეა და მას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი