ტარიელ თუთარაშვილი: ზესტაფონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება დაიწყო
08-04-2015, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება იგეგმება. როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა guardian.ge -სთან საუბრისას განაცხადა, 2015 წელს რეგიონში თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მეორე სვირისა და სადგურის სვირის დამაკავშირებელი მონაკვეთისა და როდინაულის გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და რომლის საერთო ღირებულებაც 7,5 მილიონ ლარს შეადგენს.


შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებისა და გვერდულების მოწყობა ხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ პირველი სვირის ტერიტორიაზე მდებარეობს.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს, მდ. ყვირილაზე არსებულ ხიდზე სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთებას, მოაჯირების შეღებვასა და დაზიანებული ლითონის შემოღობვა-აღდგენას; ასევე, ბეტონის კიუვეტების შეკეთების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნებისა და ავტოპავილიონის, მილებისა და საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 652 000.00 ლარია. სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.

 

ტარიელ თუთარაშვილის განცხადებით, სოფლებში, რომელიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობს დაახლოებით 30 წელია, რაც არ განხორციელებულა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. გამგებელი ამბობს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ქალაქ ზესტაფონშიც ჩატარდება, კერძოდ, ანჯაფარიძის, ჭავჭავაძის, დუმბაძის, გოგებაშვილის, გიორგი ნიკოლაძისა და იაშვილის ქუჩებზე. მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 20 პროექტი დაფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება 3,5 მილიონი ლარი იქნება.

 

 



 

გამგებლის თქმით,  2015 წელი ზესტაფონისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის თვალსაზრისითაც, ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.


„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღდგენა წლის მთავარ გამოწვევად დავსახეთ. მუნიციპალიტეტში სამი სრულიად ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება. ახალი ბაგა-ბაღები აიგება ქალაქ ზესტაფონის მე-7, ასევე მეორე სვირის მე-12 და ქვედა საქარის 33-ე საბავშვო ბაღების ბაზაზე, რისთვისაც ჯამში 469 000 ლარი დაიხარჯება“, - აცხადებს ტარიელ თუთარაშვილი.


მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ქალაქის მე-2, მ-3, მე-5, სოფელ ბოსლევის 28-ე, დილიკაურის 31-ე, ქვედა საზანოს 37-ე, სოფელ პირველი სვირის მე-16-ე, ცხრაწყაროს მე-19-ე, ალავერდის 21-ე, ფუთის 24-ე საბავშვო ბაღებს. მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა სარეაბილიტაციოდ მუნიციპალიტეტში 930 000 ლარი დაიხარჯება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი