არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და მის ყოფილ ბიზნესპარტნიორთან ერთად 17.2 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა
23-05-2017, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რას ალ ხაიმაჰის სისხლის სამართლის სასამართლომ რას ალ ხაიმაჰის ინვესტიციის ორგანოს (RAKIA) ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს, ხატერ მასაადს და RAKIA-ს ორ სხვა აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძეს და გიორგი ჯანაშიას, რომლებიც RAKIA Georgia -ში მუშაობდნენ, თანხების მითვისების ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა და აღნიშნულ პირებს 17.2 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას Gulfbusiness-ი ავრცელებს.

 


გელა მიქაძე საქართველოს პარლამენტის წევრია საარჩევნო ბლოკიდან: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

 


სასამართლოს განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ 12.8 მილიონი აშშ დოლარი და გიორგი ჯანაშიამ 4.4 მილიონი აშშ დოლარი - თანხა, რომლის მითვისებაშიც ედებათ მათ ბრალი - RAKIA-ს უნდა გადაუხადონ.

 


საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა (იმ დროს RAKIA-ს 100 პროცენტით მფლობელობაში მყოფი პორტის) და ახლადშექმნილ კომპანიას, Raystar Trade LLP-ს შორის 2010-2011 წლებში ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას.

 


საჯარო ბრალმდებლის თანახმად, Raystar-ს მოსარგებლეები იყვნენ მიქაძე და ჯანაშია - ფაქტი, რომელიც RAKIA-ში მხოლოდ მასაადმა იცოდა.

 


„შეთანხმება ამ სამი პირის მიერ შედგა იმის სრული ცოდნით, რომ Raystar ვერ შეიტანადა რაიმეში წვლილს, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ გამოცდილება და იმის სრული ცოდნით, რომ კონტრაქტი გაუქმდებოდა RAKIA-ზე, რომელიც გადაუხდიდა Raystar-ს“, აღნიშნულია RAKIA-სადმი ბრალდებაში.

 


„ამ გადასახადმა ჯამში 17.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და შვეიცარიის ბანკში, მიქაძის და ჯანაშიას პერსონალურ ანგარიშებზე გადაირიცხა“, აცხადებს ბრალდების მხარე.

 


მასაადი, რომელმაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 2012 წელს დატოვა, გასული წლის სექტემბერში ჯედაჰის აეროპორტში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის თაღლითური გზით მითვისების ბრალდებით იქნა დაკავებული. იგი ახლა საუდის არაბეთიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსტრადირებას ელოდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი