ლაშა თორდია: პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება
24-05-2017, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება და ადასტურებს, რომ ვიდეოში თავად არის, თუმცა, საქმე 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტს ეხება.

 

 

მისი ვარაუდით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება. 

 

 

გენერალური აუდიტორის თქმით, ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.

 

 

„ამ ვიდეოსთან და ზოგადად სხვა საკითხებთან დაკავშირებით პირველივე დღეებში გაისმა მუქარა ოთარ ფარცხალაძის მხრიდან და ეს მუქარა აღასრულა ირაკლი შოთაძემ, რომლის ტელეფონშიც ინახებოდა ეს ვიდეოჩანაწერი და გავრცელდა იმ საკითხის გადასაფარად, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში ვმსჯელობთ. კერძოდ, საუბარია ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებაზე მერიასთან და მისი და რამდენიმე ადამიანის მიერ ჩემზე თავდასხმაზე. პროკურატურა პირდაპირ ჩართულია ამ ვიდეოკადრების გავრცელებაში. მე თავიდანვე ვთქვი, რომ მუქარა უკავშირდებოდა ამ ინციდენტს, რადგან ვიცოდი, რომ ეს კადრები ჰქონდათ. ახლა გაავრცელეს და ყველამ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მოწმეს, რომელიც ამ ბარში და ასევე „ელ ცენტროში“ იმყოფებოდა.... პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის”, განაცხადა ლაშა თორდიამ, რომლის თქმითაც, აღნიშნული ინციდენტის დროს, არავინ დაშავებულა და არც გამოძიება დაწყებულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი