დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსურაულიც იყოს მათ რიცხვში, აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ კონგოში დატყვევებულ ქართველ მფრინავთან დაკავშირებით გააკეთა.
„ამ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჩვენ ყველა მხარეს, კონგოს მხარე, გაერო, წითელი ჯვარი - ვთხოვეთ დადასტურება. დღეისათვის დასტური არ გვაქვს არც ერთი მხარისგან", განაცხადა ზვიად გონაძემ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია კონგოში დატყვევებული მფრინავის ძმას მიაწოდა.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. შვეულმფრენებიდან ერთ-ერთს სწორედ ტყვეობაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე იოსებ ოსურაული მართავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.