გიორგი მარგველაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა
24-05-2017, 09:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო - ამერიკის ორმხრივ და მარავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხებს.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს ურყევი თანადგომისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უკავშირდება და ამ მხარდაჭერის პროცესში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობის როლს.

 


„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო - ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს.

 


საუბარი შეეხო უსაფრთოხების საკითხებს, ნატო-ს მომავალ სამიტს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საკონსტიტუციო რეფორმას.

 


შეხვედრაზე განიხილეს ასევე ის თემები, რომლებიც სხვადასხვა ფორმატებში საქართველოსთვის უაღრესად აქტუალურია”, განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

 


შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და უშიშროების მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი