თავდაცვის მინისტრი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
25-05-2017, 07:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

 


საუბარი საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს შეეხო.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ოცდახუთწლიანი სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ამერიკა საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე თავდაცვის სფეროში ამბიციური პროგრამის განხორციელებას მხარს უჭერს. მან ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის აშენების საკითხებზე გაამახვილა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების რეალიზების კუთხით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა.

 


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ნატოში გაწევრიანების გზაზე შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი უსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებსა და მხარდაჭერის გაძლიერებას შეეხო.

 


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი