დონალდ ტრამპის სიძე, თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი ჯერედ კუშნერი, FBI-ს გულდასმითი განხილვის ქვეშ იმყოფება - აშშ-ის მედია
26-05-2017, 00:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯერედ კუშნერი, თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი, რუსეთის საკითხზე მიმდინარე ძიებასთან დაკავშირებით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) გულდასმითი განხილვის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post -ი და NBC ავრცელებს.

 


შეერთებული შტატების მედიის თანახმად, კუშნერი გამოძიების ქვეშ მისი გასული წლის დეკემბერში რუსეთის ელჩთან და მოსკოველ ბანკირებთან შეხვედრისა და სხვა ურთიერთკავშირების გამო იმყოფება, წერს The Washington Post-ი გამოძიებასთან ახლოს მდგომ პირებზე დაყრდნობით.

 


ამერიკული გაზეთის თანახმად, კუშნერი თეთრი სახლის ერთადერთი ოფიციალური პირია, რომელიც გამოძიებაში მთავარ პერსონად მიიჩნევა.

 


FBI, კონგრესის რამდენიმე კომიტეტი და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დანიშნული სპეციალური პროკურორი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შესაძლო კავშირებს და მოსკოვის მხრიდან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელი“ კანდიდატის სასარგებლოდ რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს იძიებენ.

 


არსებული საკითხის გარშემო მდგომარეობამ განსაკუთრებული სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორობიდან ჯეიმს კომი მოულოდნელად გაათავისუფლა. ტრამპი კატეგორიულად უარყოფს მოსკოვთან რაიმე სახის ფარულ შეთანხმებას და აღნიშნულს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.

 


კუშნერისადმი გამოძიების მხრიდან არსებული ინტერესი არ ნიშნავს, რომ გამომძიებლები მას დანაშაულში მიიჩნევენ ეჭვმიტანილად ან განზრახული აქვთ მისი პასუხისგებაში მიცემა, უთხრეს ოფიციალურმა პირებმა NBC-ის ახალ ამბებს, რომლის ინფორმაციითაც უცნობია, მიიღო თუ არა რაიმე თხოვნა კუშნერმა FBI-საგან დოკუმენტების შესახებ.

 


კუშნერის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ჯეიმ გორელიკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

 


„კუშნერმა უწინ მოხალისეობა გამოხატა გაეზიარებინა კონგრესისთვის შეხვედრების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია. იგი იმავეს გააკეთებს, თუკი მას დაეკონტაქტებიან ნებისმიერ სხვა გამოძიებასთან დაკავშირებით“, განაცხადა გორელიკმა.

 


FBI-ს და თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი