საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, რომ თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა მოვუფრთხილდეთ თავისუფლებას, აღნიშნული განცხადება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გააკეთა.
„ჩვენი ვალდებულებაა ავაშენოთ ძლიერი, დაცული, უსაფრთხო, ევროპული ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი დაფასება იმ ღვაწლის, რომელიც ჩვენს წინაპრებს აქვთ შეტანილი საუკუნეების მანძილზე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.