გიორგი კვირიკაშვილი: არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა
26-05-2017, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალზე.

 


პრემიერმა წვევამდელებს, საერთაშორისო მისიებში მყოფ ჯარისკაცებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

 

„ვულოცავ მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენს თანამემამულეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღლებულია ჩვენი წვევამდელებისთვის, რომლებმაც ასეთ საზეიმო დღეს დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში.

 

 

არ არსებობს იმაზე მეტი პატივი ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომა. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი ჯარისკაცების სახელს. ჩვენო ჯარისკაცებო მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომელიც საუკუნეებს გამოატარა ჩვენმა წინაპარმა და ჩვენი ქვეყნის ზნეობრივ კოდექსად იქცა,“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერმა საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. 

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს შიდა და საგარეო კურსზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებისკენაა მიმართული.

 

 

„დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს. დღეს საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ევროპამ გაუღო კარები და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება დღე, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს,“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი