გიორგი მარგველაშვილი: ველოდებით იმ წუთებს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მტკიცე საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით
26-05-2017, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 300-მდე წვევამდელის სამხედრო ფიცი ჩაიბარა.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე ერს განვითარება, წარმატება და გამთლიანება უსურვა.

 

 

მინდა დავადასტურო, რომ ის შეკვეთა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს, შეკვეთა, რომელიც ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს, იქნება წარმატებით მიღწეული.

 


ქართული სახლემწიფო მტკიცედ დგას ამ გზაზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, იმ მომენტს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მტკიცე საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით.

 


კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ქართველი ხალხის ურყევი ნება ააშენოს ძლიერი, დემოკრატიული სახლემწიფო. დმოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს კულტურას, ჩვენს საზოგადოებას მისცემდა შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, გააძლიერებდა ჩვენს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას და შექმნიდა ჭეშმარიტად მრავალი, სხვადასხვა ხმისგან ერთიან, პოლიტიკურ პროცესს. სამივე ეს მიზანი არის გაერთიანებული და ერთმანეთის შემავსებელი.

 


სამივე ეს მიზანი აერთიანებს ჩვენი ერის ერთიან სწრაფვას. მაგრამ ის, რაც ამ ყველაფერს აძლევს აზრს ჩვენი თავისუფლებისაკენ სწრაფვაა.

 


26 წლის წინ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათლად ვთქვით, რომ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. ჩვენ მართლაც შევძელით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია და თავის პოლიტიკას, თავის განვითარებას, ხალხის ნებით და არა რაიმე სხვა მიზეზით ახორციელებს.

 


მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი თავისუფალია.

 


თითოეული ინდივიდის თავისუფლება, თვითგამოხატვის უფლება არის ფუნდამენტი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის. მაგრამ საიდან იწყება თავისუფლება? თავისუფლება ძნელად მოსაპოვებელია, იმიტომ რომ თავისუფლება, პირველ რიგში, შენი თანამოქალაქის, საქართველოს სხვა მოქალაქის უფლებების აღიარებაშია.

 


გეუბნებით, რომ არ არის ადამიანი თავისუფალი, რომელიც სხვა ადამიანის თავისუფლებას არ აღიარებს. ამიტომ იმათ, ვისაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე დღეს ვის მოუგეთ, ან ვისზე ძლიერები ხართ.

 


იფიქრეთ იმაზე დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით. ასე იქმნება მთლიანი ერი. ასე შეუქმნიათ ჩვენი ძლიერი საქართველო ჩვენს წინაპრებს. როგორც ქართული სიმღერის მრავალხმოვანება თავის თავში აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ხმას, მაგრამ ერთ ჰარმონიას ჰქმნის, ისევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ჩვენი ერის განვითარების ერთიან ჰარმონიაში - უზენაესი ღირებულება მაშინ იქნება ყოველდღიურობაში განხორციელებული.

 


ჩვენს ისტორიასაც რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ რამდენჯერაც გვითქვამს ჩვენი მოქალაქეების მიმართ სიტყვა: „ჩავრეცხოთ“, „განვდევნოთ“, „არ გვინდა“- იმდენჯერ ეს ძალიან ცუდათ დაგვბრუნებია, ამიტომ უზენაესი ღირებულება საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლებაა.

 


ეს სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს, ამის გვჯერა ჩვენ დღესაც და ასე განვაგრძობთ სვლას მომავალშიც. პოეტმა შეაჯამა ჩვენი წარსული და მომავალი ფრაზაში: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ და დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვზეიმობთ, მე მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე, ან შეიძლება თავისი პირადი მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა.

 


დიდება მათ სულებს და სამარადისო ხსოვნა! კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს - საქართველოს", აღნიშნა მიმართვაში გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი