ირაკლი კობახიძე: საქართველოს ისტორია არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და შრომის ისტორია
26-05-2017, 06:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ემთხვევა დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ შოთა რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიაშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გააკეთა.

 


ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფ მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

 


„გილოცავთ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს ისტორია არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და შრომის ისტორია და ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ემთხვევა დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩვენთვის რუსთაველი არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის იუბილე ქართველ ხალხს ასევე მიულოცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.

 


„ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, მშვენიერ თბილისში, რათა წარმოვადგინო ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. შემდგომი დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ვისარგებლებ შესაძლებლობით და მივულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

 


მოხიბლული ვარ ამ საზეიმო ღონისძიებით და მასში ხალხის მონაწილეობით, ასევე მივულოცავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის,“ განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.

 


ირაკლი კობახიძე და პაოლო ალი, საქართველოს პარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი