საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მარტვილის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
26-05-2017, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მარტვილის მუნიციპალიტეტში კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

„26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის. სრულიად საქართველოს და ყველა მარტვილელს ვულოცავ ამ ეროვნულ დღესასწაულს, განსაკუთრებით მინდა მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. ყველას ვუსურვებ სიკეთეს, ბედნიერებასა და გაბრწყინებულ ქვეყანაში ცხოვრებას“, განაცხადა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ, როგორც ამას გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.

 



მათივე ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტში დილიდან სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს; ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში მოეწყო მოეწყო ქსოვის წრის (პედაგოგი ამალია ჭილაია) ნამუშევრებისა და გიორგი გაწერელიას ნახატების პერსონალური გამოფენა; ასევე საჯარო ბიბლიოთეკამ მოაწყო 26 მაისის ამსახველი ფოტომასალების გამოფენა-დათვალიერება; გივი ელიავას მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა.

 


კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ( ღია ტურნირი ჭადრაკში, ჭიდაობა, კარატე, ტაეკვანდო, უშუ, კიკბოქსინგი, ტანვარჯიში და სხვა), საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა საფეხბურთო ფესტივალი, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში გაიმართა საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი