პრეზიდენტ ტრამპის სიძეს სულ მცირე სამი, დღემდე გაუმჟღავნებელი კონტაქტი ჰქონდა რუსეთის ელჩთან - წყაროები
27-05-2017, 02:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძეს და ახლო მრჩეველს, ჯერედ კუშნერს, სულ მცირე სამი, მანამდე გაუმჟღავნებელი კონტაქტი ჰქონდა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშშ-ში სერგეი კისლიაკთან, როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის, ისე მის შემდგომ პერიოდში. აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ შეერთებული შტატების შვიდმა ამჟამინდელმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირმა უთხრა.

 


ორი წყაროს ცნობით, ეს კონტაქტები მოიცავდა გასული წლის აპრილსა და ნოემბერს შორის ორ სატელეფონო ზარს. მიმდინარე წლის დასაწყისში კუშნერი FBI-ის გამოძიების ინტერესში მოექცა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა რაიმე საიდუმლო შეთანხმება ტრამპის კამპანიასა და კრემლს შორის, განუცხადა „როიტერსს“ ორმა სხვა წყარომ - სამართალდამცველი სტრუქტურის ერთმა მოქმედმა და მეორემ, ყოფილმა ოფიციალურმა პირმა.

 


ორი წყაროს ინფორმაციით, კუშნერი FBI-ს გამოძიების ყურადღების ქვეშ თავდაპირველად გასულ წელს მოექცა, როცა ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტრამპის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკლ ფლინის რუსეთის ოფიციალურ პირებთან კავშირების გულდასმითი შესწავლა დაიწყო.

 


სამართალდამცველი სტრუქტურის მოქმედმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მაშინ როცა FBI კუშნერის რუსეთთან კონტაქტებს იძიებს, იგი ამჟამად არ არის ამ გამოძიების სამიზნე.

 


ორი სატელეფონო ზარის შესახებ ახალი ინფორმაცია, ისევე როგორც სხვა დეტალები, რომელიც „როიტერსმა“ გამოაშკარავა, ნათელს ჰფენს, როდის და რატომ მოექცა პირველად FBI -ის გამოძიების ყურადღების ქვეშ კუშნერი და აჩვენებს, რომ მისი კონტაქტები რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან უფრო ფართო იყო, ვიდრე ამას თეთრი სახლი აღიარებდა, წერს „როიტერსი“.

 

 

(რუსეთის ელჩი აშშ-ში სერგეი კისლიაკი)

 

 

თავდაპირველად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯერედ კუშნერი თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი, რუსეთის საკითხზე მიმდინარე ძიებასთან დაკავშირებით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) გულდასმითი განხილვის ქვეშ იმყოფებოდა, ხუთშაბათს, The Washington Post -მა და NBC-იმ გაავრცელეს.

 


შეერთებული შტატების მედიის თანახმად, კუშნერი გამოძიების ქვეშ მისი გასული წლის დეკემბერში რუსეთის ელჩთან და მოსკოველ ბანკირებთან შეხვედრისა და სხვა ურთიერთკავშირების გამო იმყოფება, წერს The Washington Post-ი გამოძიებასთან ახლოს მდგომ პირებზე დაყრდნობით.

 


ამერიკული გაზეთის თანახმად, კუშნერი თეთრი სახლის ერთადერთი ოფიციალური პირია, რომელიც გამოძიებაში მთავარ პერსონად მიიჩნევა.

 


FBI, კონგრესის რამდენიმე კომიტეტი და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დანიშნული სპეციალური პროკურორი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შესაძლო კავშირებს და მოსკოვის მხრიდან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელი“ კანდიდატის სასარგებლოდ რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს იძიებენ.

 


არსებული საკითხის გარშემო მდგომარეობამ განსაკუთრებული სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორობიდან ჯეიმს კომი 10 მაისს მოულოდნელად გაათავისუფლა. ტრამპი კატეგორიულად უარყოფს მოსკოვთან რაიმე სახის ფარულ შეთანხმებას და აღნიშნულს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.

 


კუშნერისადმი გამოძიების მხრიდან არსებული ინტერესი არ ნიშნავს, რომ გამომძიებლები მას დანაშაულში მიიჩნევენ ეჭვმიტანილად ან განზრახული აქვთ მისი პასუხისგებაში მიცემა, უთხრეს ოფიციალურმა პირებმა NBC-ის ახალ ამბებს, რომლის ინფორმაციითაც უცნობია, მიიღო თუ არა რაიმე თხოვნა კუშნერმა FBI-საგან დოკუმენტების შესახებ.

 

 

(ჯერედ კუშნერი, ტრამპის სიძე და ახლო მრჩეველი)

 


კუშნერის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ჯეიმ გორელიკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი კლიენტი ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

 


„კუშნერმა უწინ მოხალისეობა გამოხატა, გაეზიარებინა კონგრესისთვის შეხვედრების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია. იგი იმავეს გააკეთებს, თუკი მას დაეკონტაქტებიან ნებისმიერ სხვა გამოძიებასთან დაკავშირებით“, აღნიშნა გორელიკმა, რომელმაც „როიტერსის“ მიერ ახალი ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ განაცხადა, რომ კუშნერს არ ახსოვს რაიმე ზარები კისლიაკთან აპრილსა და ნოემბერს შორის.

 


„ბატონი კუშნერი ათასობით სატელეფონო ზარში მონაწილეობდა იმ პერიოდში. იგი ვერ იხსენებს აღნიშნულ ზარებს. ჩვენ ვთხოვეთ („როიტერსს“) მსგავსი ვითომცდა ზარების თარიღების შესახებ, და ამგვარად, ჩვენ შესაძლოა გამოვიკვლიოთ ის და ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია ამგვარი ინფორმაცია“, თქვა ადვოკატმა.

 


მარტში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კუშნერი და ფლინი გასული წლის დეკემბერში „ტრამპ თაუერში“ შეხვდნენ სერგეი კისლიაკს, რათა ჩამოეყალიბებინათ „კომუნიკაციის მიმართულება“. კისლიაკი ასევე ესწრებოდა 2016 წლის აპრილში ტრამპის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებას, სადაც „რესპუბლიკელი“ საპრეზიდენტო კანდიდატი სიტყვით გამოდიოდა და რომელსაც ასევე კუშნერიც ესწრებოდა. თეთრ სახლს არ უღიარებია რაიმე სხვა კონტაქტი კუშნერსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის.

 


FBI-ს და თეთრ სახლს აშშ-ის მედიით გავრცელებულ ბოლო სიახლეებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი