აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს
08-04-2015, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუხში მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს.


სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ილია ელოშვილთან და "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. ამ დროისათვის მშენებლობა 12 კორპუსზე ერთდროულად ხორციელდება.


თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება.


მისი ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების - ახალაბასთუმნისა და რიყის, ჯამში, 14000 მცხოვრებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში აღარ მოუწევს ჩასვლა; საავადმყოფო მოემსახურება აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის კი საერთო საცხოვრებელი აშენდება.


მშენებლობას საქრთველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს და მისი ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი