NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები
28-05-2017, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში ასამბლეა ხაზს უსვამს რა იმ ფაქტს, რომ „ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს რა მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“, მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს:

 


უზრუნველყონ ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა და კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად“.

 

 

 


ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, ამავე დროს შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

 

 

 


სამუშაო დოკუმენტი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, რასა იუკნევიციენეს (ლიტვა) მიერ არის წარდგენილი და მას ასამბლეა სავარაუდოდ 29 მაისს მიიღებს.

 

 

იხილეთ რეზოლუციის ტექსტი სრული სახით:

 


ასამბლეა

 


1. ულოცავს რა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების 99-ე და დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს;

 


2. მოწოდებულია რა კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს არჩეულ კონკურენტუნარიან და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები საზოგადოდ იყო დაცული;

 


3. ადასტურებს რა ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი მის ერთგულებას ყველა იმ ევროპული დემოკრატის მიმართ, რომელიც იზიარებს ალიანსის ფასეულობებს და სურვილი და უნარი აქვს წევრობის ვალდებულება იკისროს; და ხაზს უსვამს რა, რომ ნატოში გაწევრიანება არის მოკავშირეებისა და ასპირანტი ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და მასზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია მესამე ქვეყანას;

 


4. დარწმუნებულია რა, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა სტაბილურობისკენ და რომ გაფართოების წინა ეტაპებმა გააძლიერეს როგორც ევრო-ატლანტიკური, ისე, გლობალური უსაფრთხოება;

 


5. უაღრესად აფასებს რა საქართველოს განგრძობად და მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მის შთამბეჭდავ მონაწილეობას; პატივს მიაგებს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა დაღუპულს და დაჭრილს;

 


6. ადასტურებს რა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც გამოხატულ იქნა, მათ შორის 2015 წლის მაისის ბუდაპეშტში მიღებულ 419-ე დეკლარაციაში ნატო-ს გაფართოების თემაზე და 2016 წლის ნოემბერში სტამბულში მიღებულ 431-ე რეზოლუციაში ნატო-ს ვარშავის შემდგომი თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის თაობაზე; ეფუძნება რა 2008 წლის 3 აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის დებულებებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა;

 


7. აღფრთოვანებულია რა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან არსებული მაღალი დონის უწყვეტი მხარდაჭერით;

 


8. მიესალმება რა ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას, მათ შორის ისეთი ინტეგრაციული მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი;

 


9. აღიარებს რა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს, რაც აძლიერებს საქართველოს მდგრადობას და თავდაცვით შესაძლებლობას, ზრდის მოკავშირე ძალებთან თავსებადობას და ეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში;

 


10. მიესალმება რა ნატო-სა და საქართველოს ერთობლივ ძალისხმევას 2016 წლის ივლისში გახსნილი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების მიმართულებით, ისევე როგორც 2015 წლის აგვისტოში გახსნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ოპერაციული შესაძლებლობის მიღწევისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს და 2016 წლის ნოემბერში ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ჩატარებას;

 


11. ხაზს უსვამს რა იმ ფაქტს, რომ ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს რა მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია;

 


12. ხაზს უსვამს რა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აღიარებს რა საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიულ დისკუსიებში და მიესალმება ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ამ საკითხში მიმდინარე დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით;

 


13. მაღალ შეფასებას აძლევს რა საქართველოს მიერ დემოკრატიის კიდევ მეტი კონსოლიდაციისთვის, მისი ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ თანმიმდევრულ და მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მთელი რეგიონისთვის ძალიან პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს; მხედველობაში იღებს რა, რომ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო კანონის უზენაესობისა და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განსამტკიცებლად, მედია-პლურალიზმის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად;

 


14. ადასტურებს რა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტრციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ექვს- პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მუდმივ დარღვევას და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დე-ფაქტო ანექსირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე ამ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

 


15. მიესალმება რა საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯების ჩათვლით, ასევე მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და თბილისის ძალისხმევას ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონების- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობით;

 

 

(მასალაში გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ფოტოები)

 


16. მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს:

 


ა) უზრუნველყონ ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა;

 


ბ) კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად;,

 


გ) სრულად მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციაში და განიხილონ დამატებითი პრაქტიკული გზები საქართველოს მხარდასაჭერად ძალისხმევის გააქტიურებაზე, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი რეგულარული ან ორმხრივი სწავლებების ჩატარების გზით და მისი საზენიტო და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობით;

 


დ) დაეხმარონ საქართველოს გააძლიეროს შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგოდ, პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის ჩათვლით, რომელიც მიმართულია პრო-დასავლური სტრატეგიული კურსის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის აღმოსაფხვრელად;

 


ე) კიდევ უფრო განავითარონ საქართველოსთან, როგორც ასპირანტ ქვეყანასთან შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა.

 

 


17. მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

 


ა) ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის წინსვლის მიზნით სრულად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში და თავდაცვის შესაძლებლობის განვითარების ინიციატივაში მისი მონაწილეობა და ნატო-საქართველოსა არსებით ღონისძიებათა პაკეტი იძლევა;

 


ბ) გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, შეინარჩუნოს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის;

 

 


18. მოუწოდებს რა რუსეთის ფედერაციას:

 


ა) პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები;

 


ბ) შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი;

 


გ) უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან;

 


დ) ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში;

 


19. იღებს ვალდებულებას, როგორც წარსულში, ნატოში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით.

 

 

კომენტარები: 1
#1   მოაზროვნე
      
გჰვენ იმდენს ვიზავთ მესამე მსოპლიო ტერმოიადერნი ბომბების ომს არ გამოვკრათ ხალე.ვერიდოთ.
28 მაი 2017 10:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი