თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეექვსე მოდული დაიწყო
29-05-2017, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეექვსე მოდული დაიწყო, რომელიც გენდერის თემას ეხება. კურსი მოდულის ხელმძღვანელმა, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა გახსნა. მან მონაწილეებს გენდერის ძირითადი ცნებები და ტერმინები გააცნო, თავდაცვის უწყებასა და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და გენდერულ პერსპექტივებზე ისაუბრა.

 


მაკა პეტრიაშვილმა კურსის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გენდერის საკითხებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

 


პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს, კიდევ რამდენიმე მოდულით გაგრძელდება. მსმენელებს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეფექტურ კომუნიკაციასთან, კიბერუსაფრთხოებასთან, კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კორუფციის რისკების შემცირებასთან დაკავშირებით, ლექციები და ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი