კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე კადეტების მეექვსე გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
31-05-2017, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. მეექვსე, 2017 წლის გამოშვება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. კადეტებს სასწავლო წლის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

 

 

თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა ეს დღე კადეტების ოჯახის წევრებსა და პედაგოგებსაც მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადეს.

 

 

კადეტებს სიტყვით ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემაც მიმართა, ლიცეუმის წარმატებით დასრულება მიულოცა და სასწავლებლის განვითარების საქმეში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. კურსდამთავრებულები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.

 


2017 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 76 კადეტმა დაასრულა, რომელთაგან 8 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანია. უმრავლესობას სწავლის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაგრძელების სურვილი აქვს. დღესვე, კადეტებს სერტიფიკატები, ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 


მოგვიანებით, მეექვსე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი კონცერტითა და საზეიმო მიღებით გაგრძელდა. კადეტებმა კონცერტზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 


სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით, ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა და 15 სექტემბერი ლიცეუმის დღედ გამოცხადდა.

 


ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის ვაჟები ირიცხებოდნენ. წლევანდელ სასწავლო წელს კი ლიცეუმი სიახლით შეხვდა. მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2016-2017 სასწავლო აკადემიურ წელს ლიცეუმში 8 გოგონა ჩაირიცხა.

 


ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.

 


ლიცეუმში სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმისა და სამხედრო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი