ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო საჰაერო თავდაცვის 22 წლისთავი აღინიშნა
31-05-2017, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო საჰაერო თავდაცვის 22 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე პირად შემადგენლობას უწყების პირველმა პირმა მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების პროცესში საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივაც შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.

 

 

„ამ თვალსაზრისით სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს საფრანგეთის მხარესთან. წლის ბოლოს უკვე ახალი ტექნიკა გვექნება. ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები კვალიფიკაციას იღებენ, რათა ახალ ტექნიკას სრულად დაეუფლონ. ბოლო რვა თვის განმავლობაში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან რიგით მესამე შეხვედრა გვექნება. ორ კვირაში საფრანგეთში სტუმრობასა და მომავალში ამ თანამშრომლობის კონკრეტული საკითხების განხილვას ვგეგმავთ,” აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


პირად შემადგენლობა პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსმაც მიულოცა და საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 


საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.

 


სამინისტროს ცნობით, ღონისძიება დაჯიდლოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა ცეცხლსასროლი იარაღი სამ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I და II ხარისხის მედლებით 10 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვეს.

 


სამხედრო საჰაერო თავდაცვის იუბილე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დასრულდა. მოწვეულ სტუმრებსა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გამოფენილი შეიარაღება, საბრძოლო მასალები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაეთვალიერებინათ.

 


უწყების განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან დღემდე საჰაერო თავდაცვაში ბევრი მნიშვნელოვანი სტრუქტურული სახეცვლილება განხორციელდა. 2008 წელს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს ომში მიიღეს. რუსეთ-საქართველოს ომში საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების მიერ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, საჰაერო თავდაცვამ დანაკარგი განიცადა - 2008 წლის 9 აგვისტოს კოპიტნარის აეროპორტის დაბომბვის დროს საჰაერო თავდაცვის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ბადრი ბასილაძე გარდაიცვალა.

 


2017 წლის მარტში საჰაერო თავდაცვამ განვითარების II ეტაპი დაიწყო, განხორციელდა ნატოსთან თავსებადი სტრუქტურული რეორგანიზაცია. ახლო მომავალში იგეგმება ახალი თანამედროვე სისტემების შემოტანა, ახალი ნატოს სტანდარტების მართვის პუნქტების მოწყობა და პირადი შემადგენლობის გადამზადება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი