გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ძირითადი სასწავლო და ოცეულის სერჟანტის შუალედური კურსები დასრულდა
02-06-2017, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ძირითადი სასწავლო და ოცეულის სერჟანტის შუალედური კურსები დასრულდა. კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე გაიმართა.

 


საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ კურსდამთავრებულებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და წარჩინებულ მსმენელებს სერტიფიკატები პირადად გადასცეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ძირითადი სასწავლო - ათეულის მეთაურის კურსი სამი თვე მიმდინარეობდა და მასში 75 მსმენელი მონაწილეობდა. კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა პირად შემადგენლობასთან მეცადინეობის ჩატარების მეთოდიკა, სხვადასხვა სამხედრო წესდებები, სასწავლო სროლების ჩატარების მეთოდიკა, ზოგადი სამედიცინო მომზადება, ტაქტიკური ნიშნები, ათეულის დონეზე ტაქტიკური მომზადება, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები, ლიდერობა და სხვა ზოგადი საგნები შეისწავლეს.

 


31-მა კურსანტმა ოცეულის სერჟანტის შუალედურ კურსზე, ტაქტიკური ნიშნები, ტაქტიკური დავალებები, ტაქტიკის საფუძვლები, თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, სხვადახვა თემაზე სამხედრო ბრძოლის ისტორიები, უზრუნველყოფისა და შეიარაღების სერჟანტის ფუნქციები და მოვალეობები, ასევე ფსიქოლოგიური სემინარები სხვადასხვა თემებზე და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები სრულად შეისწავლა.

 


ორივე კურსის განმავლობაში მსმენელებს ფიზიკური მომზადება და 10-15 კმ-იან დისტანციაზე მარშ-ნახტომები ჩაუტარდათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი