თავდაცვის მინისტრმა გმირი ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა
02-06-2017, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კამპანია „მამის მეგობრისგან“ გრძელდება. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ამჯერად გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ უმასპინძლა.

 

 

ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ. მინისტრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს გასართობი ცენტრის, „ფოკუს მოკუსის“ წარმომადგენლებმა მრავალფეროვანი პროგრამა, ინტელექტუალური და სახალისო თამაში შესთავაზეს. ბავშვებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისა და ატრაქციონებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. მოგვიანებით, სტუმრებმა რესტორან „ლებოვსკის“ მენიუ დააგემოვნეს, ჯარისკაცების შვილებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. პროექტის „მამის მეგობრისგან“ ფორმატში ლევან იზორია გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზეც შეხვდა. დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი