კურსი „კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში“გაიხსნა
06-06-2017, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საორიენტაციო კურსი დაიწყო. ტრენინგი - კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში - საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა, ბენედიქტ ბორელმა გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მონაწილეებს სიტყვით DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რეურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა მიმართეს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

 

 

უწყების განმარტებით, კურსის მიზანს სამხედრო მოსამსახურეებში ცნობიერების ამაღლება, კორუფციის რისკების, მათი პრევენციის ზომებისა და იმ სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენს, რაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩართული სამხედრო მოსამსახურისთვის მნიშვნელოვანია. ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში ბოსნია და ჰერცეგოვინას შეიარაღებული ძალების მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციათა ცენტრის (PSOTC) წარმომადგენლები ჯარისკაცებს საერთაშორისო ანტიკორუფციული ინსტრუმენტების, შეიარაღებულ ძალებში ქცევის კოდექსისა და გარკვეული სტანდარტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ტრენინგი პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program), რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამები ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი