ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დახარჯული აქვთ
07-06-2017, 02:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხარჯების დეკლარირების შესახებ საუბრობს.

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანი რესურსის 2/3 დახარჯა, სინამდვილეს არ შეესაბამება. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დახარჯული აქვთ.

 

 

„ხშირად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, იმაზე, რომ მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა ამ არჩევნებში მთლიანი რესურსის 2/3, რაც არის მთლიანად აცდენილი სინამდვილეს. რეალურად, დაახლოებით 10 მილიონი აქვთ დეკლარირებული ოპოზიციურ პარტიებს მაშინ, როდესაც რეალურად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არის დაახლოებით ათჯერ მეტი. ეს შემიძლია, პირდაპირ გითხრათ. მე თავად ვიყავი პასუხისმგებელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე და აქედან გამომდინარე, მაქვს საკმაოდ ფართო ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რას ხარჯავდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - ათ მილიონზე ბევრად მეტი აქვთ მათ დახარჯული ამ არჩევნებში“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი