ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე: როგორ შეიძლება კონსენსუსზე მოგიწოდებდეს ის ადამიანი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში?!
07-06-2017, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოთხი თვის განმავლობაში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

 

„კონსულტაციაზე, ჩართულობაზე, ვადებზე და ა.შ. საუბარი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდნენ კომისიის მუშაობაში, არის, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტი. არ შეიძლება ამაზე დამატებითი კომენტარების კეთება. როგორ შეიძლება კონსენსუსზე მოგიწოდებდეს ის ადამიანი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში?! როგორ შეიძლება გვესაუბრებოდეს ვადაზე ის ადამიანი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში არ ჩაერთო მუშაობაში?! ამასთან დაკავშირებით, კომენტარების გაკეთება არის ზედმეტი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი