ირაკლი კობახიძე: თბილისის მერის თანამდებობაზე არა მარტო ზაალ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ აქვს შანსი
07-06-2017, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ წამყვანის ზაალ უდუმაშვილის მიერ თბილისის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან შესაძლო კენჭისყრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

 

 

„თბილისის მერის თანამდებობაზე არა მარტო ზაალ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ აქვს შანსი. ეს საუბრები, ალბათ, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითონ ეშინია თავიანთი „ბრენდის“, თუკი ისინი აპირებენ, რომ კანდიდატად წამოაყენონ ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. პროგრამა მინიმუმი გვაქვს პირველ ტურში გამარჯვება - თუ ჩვენი კანდიდატი იქნება კახი კალაძე, ეს პროგრამა მინიმუმი იქნება უპირობოდ შესრულებული, ყოველგვარი განსაკუთრებული სირთულეების გარეშე“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

ზაალ უდუმაშვილი, რომელიც კიევიდან დაბრუნდა, ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის დედაქალაქში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრისას მისი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განიხილებოდა, თუმცა აცხადებს, რომ მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დედაქალაქში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი