ირაკლი კობახიძე: ეროვნული თავდაცვის საბჭო აბსოლუტურად ქმედითი ორგანო იქნება
07-06-2017, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო მინიჭებულ კომპეტენციებს რეალურად ვერ ახორციელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ განმარტება დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის“ განხილვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

„უშიშროების საბჭოს ისეთი კომპეტენცია აქვს მინიჭებული, რომელიც მის მიერ რეალურად ვერ განხორციელდება. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. დღეს ეს ორგანო არის აბსოლუტურად არაეფექტური. მე თავად ვარ უშიშროების საბჭოს წევრი, ვმონაწილეობ მის სხდომებში და ვიღებ ინფორმაციას უშიშროების საბჭოდან და შემიძლია, თავიდან ბოლომდე დაგარწმუნოთ, რომ დღეს უშიშროების საბჭო არის აბსოლუტურად არაეფექტური ორგანო. ეს არის მთავარი მიზეზი იმის, რომ რეალურად, ეს ორგანო უნდა გაუქმდეს და უნდა ჩანაცვლდეს ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, რომელიც იქნება აბსოლუტურად ქმედითი ორგანო და უზრუნველყოფს საერთო კოორდინაციას საომარი მდგომარეობის დროს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი