ირაკლი კობახიძე: მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით ქართული მიწა დარჩება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში
08-06-2017, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პრემიერ მინისტრს, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე, ერთსულოვნად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტარტეგიული ინტერესები, ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის შესაბამის თავს განიხილავენ, რომლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ მიწაზე საკუთრების უფლების კონსტიტუციური მოწესრიგებაა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა ფაქტორის და რაც მთავარია, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

 

 

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა ფაქტორის, მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკის და, რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმავე მიზნით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შეზღუდვას.

 


„კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და დაცული იქნება ჩვენი ეროვნული, სტრატეგიული ინტერესი. გარდა ამისა, ამავე მიზნით, პარლამენტში ინიციატივის წესით შეგვაქვს კანონპროექტი, რომელიც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შეზღუდვას. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილი არსებული ჩანაწერი დაზუსტდება და ბევრად უფრო მკაფიოდ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი იყო კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები.

 

 

„ჩვენ დავინახეთ, რომ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს საქართველოს საზოგადოებას, მოსახლეობას ამ საკითხის მიმართ და ბუნებრივია, ესეც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი ინტერესებს შორის სწორი ბალანსის გამოძებნაა. მისი თქმით, საკითხი ეკონომიკურ ჭრილში იქნა გააზრებული და გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ფაქტორი იყო ისიც, რომ მიწის გასხვისების წვლილი ეკონომიკურ ზრდასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში მცირეა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად ქვეყნის როგორც სტრატეგიულ, ასევე, ეკონომიკურ ინტერესებზე სიღრმისეული მსჯელობა დაედო.

 

 

„გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ გავაანალიზეთ ყველა ფაქტორი. მათ შორის ის, თუ რა წვლილი შეაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას ინვესტიციების მოზიდვაში და ეკონომიკურ ზრდაში. რეალურად, ჩვენთვის მთავარია, რომ სწორი ბალანსი გამოიძებნოს ერთ და მეორე ინტერესს შორის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ინტერესია ეკონომიკური ზრდის წახალისება, ინვესტიციების მოზიდვა, სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ ჭრილში იქნა გააზრებული ეს საკითხი და სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ წვლილი მიწის გასხვისების ეკონომიკურ ზრდაში და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში არის ძალიან მცირე, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც გახლდათ ამ გადაწყვეტილების მიღების. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ ორი ინტერესი - ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს არსებითად საქართველოს სახლემწიფოს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში, მეორე ინტერესი არის ეკონომიკური ინტერესი. ჩვენ რომ ავიღეთ და სიღრმისეულად გავაანალიზეთ როგორც ერთ ფაქტორზე, ისე მეორე ფაქტორზე ამ რეგულაციის გავლენა, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს პირველ ფაქტორს. კიდევ ერთხელ, ეკონომიკური ფაქტორი, ეკონომიკური მხარე ამ საკითხის იქნა სათანადოდ სიღრმისეულად გაანალიზებული და მხოლოდ ამის საფუძველზე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება.აქედან გამომდინარე, ეს არ არის პოპულისტური გადაწყვეტილება. მხოლოდ საყოველთაო-სახალხო განხილვა ვერ გახდებოდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ძალიან სიღრმისეული მსჯელობა როგორც სტრატეგიულ ინტერესებზე, ასევე, ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებზე“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი