ქართველ ოფიცრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ
08-06-2017, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, წარმატებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 მაისის განკარგულების საფუძველზე მიიღეს.

 

 

 

სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს.

 

 

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ოფიცრებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და მათი დამსახურების შესახებ ისაუბრეს.

 


თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიულ საქმიანობაში გაწეული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ჯაჭვაძე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 5 სამხედრო მოსამსახურეს - გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს, პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძეს, ამავე სარდლობის შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ჯამბულ ზალოშვილს, ეროვნული გვარდიის შტაბის, G-4-ის სამსახურის უფროსს, მაიორ ზურაბ სიდამონიძეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მთავარ სერჟანტს, იაკობ მარუაშვილსა და მე-3 ქვეითი ბრიგადის მთავარ სერჟანტს, ავთანდილ ახვლედიანს საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლები გადაეცათ. ეროვნული გვარდიის ორმა წარმომადგენელმა, გვარდიის სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრიდონ სიყმაშვილმა და გვარდიის შტაბის G-1 სამმართველოს უფროსმა, მამუკა ცხვედაძემ მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოვლენილი მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის მიიღეს.

 


დაჯილდოების ცერემონიას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე და შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი