თავდაცვის მინისტრი აღმოსავლეთ სარდლობის საპილოტე პროგრამას გაეცნო
09-06-2017, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს ცოტა ხნის წინ შედგენილი პროგრამა წარუდგინა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საპილოტე პროგრამის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების დღის განრიგის ოპტიმიზაცია და მისი პრაქტიკაში დანერგვა წარმოადგენს.

 

 

„განახლებული პროგრამა სამხედრო მოსამსახურეების ყოფითი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული და მათ განრიგს თვისობრივად უფრო მოქნილს ხდის.

 


პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა რეგიონში დისლოცირებული ქვედანაყოფები შეირჩა. პროექტში ჩართულ ქვედანაყოფებში ჩატარებული გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამხედროების უმეტესობა სიახლეს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ახალი პროგრამა ამოქმედების შემთხვევაში, მათ ყოფითი პრობლემების მოგვარების საშუალებას მისცემს.

 


აღმოსავლეთ სარდლობის სამეთაურო რგოლის შეფასებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შემცირდება ყოველდღიური საათობრივი დათხოვნის დრო, მეცადინეობები უფრო ეფექტური გახდება, სამეთაურო რგოლს კი შემდეგი დღის უკეთ დაგეგმვისთვის მეტი დრო ექნება. ახალი განრიგი თანხების დაზოგვის საშუალებასაც იძლევა.

 

 

გამოთავისუფლებული თანხები კი სამხედრო მოსამსახურეების პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

 


ახალი განრიგის მიხედვით, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, ნაცვლად 09:00 დან 18:00 საათისა, სამუშაო საათები 08:00-დან 17:00-მდე გაგრძელდება. ხოლო პარასკევს სამუშაო დღე 08:00-დან 12:00 საათამდე განისაზღვრება.

 


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა წარმოდგენილი საპილოტე პროგრამა დადებითად შეაფასეს. ლევან იზორიას განცხადებით, სიახლე ახლო მომავალში ამოქმედდება.

 

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შეცვლილი დღის განრიგი სამხედრო მოსამსახურეების ხელშეწყობაზე, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათივე ცნობით, პირველ ქვეით ბრიგადაში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი