ირაკლი კობახიძე: საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს საზოგადოებამ ყველაზე ემოციური დამოკიდებულება მიწის საკითხისა და ქორწინების დეფინიციის მიმართ გამოხატა
09-06-2017, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს, საზოგადოებამ ყველაზე ემოციური დამოკიდებულება მიწის საკითხისა და ქორწინების დეფინიციის მიმართ გამოხატა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კანონის პროექტები გააცნო.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მიწის საკითხზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების ემოციური დამოკიდებულება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ყველა ფაქტორის გაანალიზებაც.

 

 

„ამ რეგულაციის ეკონომიკური ეფექტი გავიაზრეთ. კერძოდ, ვნახეთ, რა წვლილი შეაქვს მიწასთან დაკავშირებით ასეთი რეგულაციის არარსებობას ეკონომიკურ ზრდაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ეს წვლილი შეიძლება ითქვას, რეალურად არის მიზერული და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება მიწასთან დაკავშირებით მაქსიმალურად მკაცრი ნორმის გაწერის თაობაზე. რედაქცია, ბუნებრივია, დამუშავების პროცესშია და ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება იმის საშუალება, რომ უკვე კონკრეტული რედაქცია ჩამოვაყალიბოთ სხვადასხვა განხილვის საფუძველზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

რაც შეეხება ქორწინების დეფინიციას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა ჰომოფობიის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების ყოველგვარი საფრთხის გამორიცხვა იყო. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კონსტიტუციის დონეზე ასეთი დეფინიციის არარსებობა ასეთი განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს. ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებისას გამოითქვა შენიშვნები პოლიტიკური მმართველობის სისტემასთან დაკავშირებითაც და ერთ-ერთი ასეთი შენიშვნა პრეზიდენტის არჩევის წესს ეხებოდა. მისი განცხადებით, მთავარი ამოსავალი წერტილი სისტემაა.

 

 

„სისტემისთვის უმჯობესია პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით. მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო მმართველობის სისტემისთვის, რომელიც ჩამოყალიბებულია დღეს და რომელიც ჩამოყალიბებული იქნება ხვალ, უმჯობესია, პრეზიდენტი იყოს არაპირდაპირი წესით არჩეული. ეს ხაზგასმით აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში. ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამ სისტემაში, იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური არბიტრის ფუნქციით აღჭურვილი, უმჯობესია, პრეზიდენტი იყოს არჩეული სწორედ არაპირდაპირი წესით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მეტწილად, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული სუბიექტები აქტიურობდნენ.

 

 

„ჩვენ არგუმენტებით დავადასტურეთ ის, რომ რეალურად, არ იკვეცება პრეზიდენტის კომპეტენციები. მხოლოდ ორი დაზუსტება შედის კონსტიტუციაში. პრეზიდენტის კომპეტენციები მინიმუმამდე შემცირდა 2010 წლის ცვლილებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა მოგვენდომებინა, პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ძალაუფლებას ვერანაირად არსებითად ვერც შევამცირებდით და ვერც გავზრდიდით. ვენეციის კომისიამაც დაადასტურა, რომ სრულად იზიარებს კონსტიტუციურ კანონის პროექტში პრეზიდენტის სტატუსთან და კომპეტენციებთან დაკავშირებით წარმოდგენილ რეგულაციებს. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ დღეს უკვე მოქმედ სისტემასა და პრეზიდენტის სტატუსსა და კომპეტენციებს შორის არის სრული თანხვედრა“ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც. ირაკლი კობახიძემ ამ შემთხვევაშიც, სისტემას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დადგინდეს სტაბილურობის მინიმალური გარანტიები, რასაც 5 %-იანი ბარიერი ემსახურება, რაც მისივე თქმით, ლეგიტიმურია და ეს ვენეციის კომისიამაც დაადასტურა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ბონუსის სისტემაზეც.

 

 

„გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, რომ უფრო მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ბონუსი, რომელიც წარმოდგენილია კონსტიტუციურ კანონში და იქ უკვე საუბარი იყო ზედა ზღვრებზე და ეს მიდგომა არის ასახული დღეს ვენეციის კომისიის დასკვნაში. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავადასტუროთ ჩვენი მზადყოფნა, რომ გავხადოთ მკაფიო ბონუსი, სათანადოდ შევზღუდოთ ბონუსის მოცულობა იმისთვის, რომ არ დაირღვეს თანასწორობის პრინციპი. ეს არის ვენეციის კომისიის მოწოდება. ჩვენ ამ მოწოდებას სრულად ვიზიარებთ. ამ მოწოდების და საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად იქნება დახვეწილი საარჩევნო სისტემა და საბოლოოდ, როცა ვენეციის კომისია წარმოადგენს თავის ფინალურ დასკვნას, იქ უკვე სრულად პოზიტიურად იქნება შეფასებული საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნება ასახული საქართველოს კონსტიტუციაში“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი