ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები „ბრექსიტთან“ დაკავშირებით
10-06-2017, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ რაც ტერეზა მეიმ ხუთშაბათს, 8 ივნისს, გამართულ დიდი ბრიტანეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ვერ შეძლო აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს ვერავითარ წინააღმდეგობას დაიწყოს მოლაპარაკებები „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მანამდე არსებული გეგმის მიხედვით და დაამატა, რომ ევროკავშირი ამისათვის „მზად არის“.

 


BBC-ის ცნობით, მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი ამ მოლაპარაკებებში, რომელიც 19 ივნისს უნდა დაიწყოს, კარგ პარტნიორად დარჩება.

 


ეს მერკელის პირველი კომენტარია, რომელიც მან მას შემდეგ გააკეთა, რაც „კონსერვატიულმა პარტიამ“ არჩევნებში 318 მანდატი მოიპოვა - 2015 წელთან შედარებით 13 ადგილი დაკარგა და თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობის შესაქმნელად 8 ადგილი დააკლდა, რის გამოც ტერეზა მეი კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეუდგა ჩრდილოეთ ირლანდიურ „დემოკრატიული უნიონისტების პარტიასთან“, რომელმაც პარლამენტში 10 დეპუტატი გაიყვანა, ერთობლივად კი მათ და „ტორებს“ 328 ადგილი ერგებათ (318+10), რაც უმრავლესობისთვის საჭირო 326 მანდატზე 2-ით მეტია.

 


მერკელმა, რომელიც მეხიკოში მექსკის პრეზიდენტს ენრიკე პენა ნიეტოს ვაჭრობის საკითხების განსახილველად ხვდება, ჟურნალისტებს პარასკევს შემდეგი უთხრა: „მე ვფიქრობ, რომ ბრიტანეთს, იქედან გამომდინარე რაც დღეს მე მოვისმინე პრემიერ მინისტრისაგან, უნდა, რომ დარჩეს ერთგული მისი მოლაპარაკებების გეგმისადმი.

 


„ჩვენ გვურს მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვა. ჩვენ გვსურს ერთგული ვიყოთ იმ გეგმისადმი, რაც შედგენილია. ამგვარად, ამ ეტაპზე მე არ ვფიქრობ, რომ ისეთ რამეს ჰქონდეს ადგილი, რომელიც გვაფიქრებინებდეს, რომ მოლაპარაკებები არ დაიწყოს შეთანხმების შესაბამისად“.

 


მერკელმა განაგრძო და იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი კარგ პარტნიორად დარჩება.

 


„ბრიტანეთი ევროპის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე აღარ იქნება ევროკავშირის ნაწილი“, განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი