ალექსანდრე ჯეჯელავა: კლიპში რეპერებმა რაც გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა
10-06-2017, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეპერების ჯგუფის birja mafia-ს  წევრების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები იყოს ყველასთვის მათი ბრალეულობა და საქმის მიმდინარეობა.

 

 

„კლიპში რაც გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა. ასეთი უპატივცემულობა სამართლდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მე ასე ვფიქრობ, თუმცა მათ ამისთვის პასუხს ვერ აგებინებდნენ. საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე და რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, ვფიქრობ, არასერიოზულია", განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 


პოლიციამ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ birja mafia-ს ორი წევრი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.

 


დაკავებული რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამოუღეს, მას არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო.

 

 

მგალობლიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ, ჯგუფის მიერ საკუთარი კლიპით პოლიციის გაშარჟების გამო ჩაუდო.

 

 

სახალხო დამცველმა პროკურატურას, რეპერების დაკავების მოტივების შესწავლისკენ მოუწოდა

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი