„ბორჯღალოსნებმა“ კანადის ეროვნული ნაკრები 13:0 დაამარცხეს და 2017 წლის ივნისის ტესტ-სერია მოგებით გახსნეს
11-06-2017, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბორჯღალოსნებმა“ კანადის ეროვნული ნაკრები 13:0 დაამარცხეს და 2017 წლის ივნისის ტესტ-სერია მოგებით გახსნეს.

 

 

„ესაა ქართველების პირველი გამარჯვება ჩრდილოეთ ამერიკაში. კანადასთან სტუმრად აქამდე ორჯერ გვქონდა ნათამაშები, ორივეჯერ მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით. ამჯერად მილტონ ჰეიგმა ოკეანის გაღმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა წაიყვანა, ამ შეხვედრისთვის მხოლოდ რამდენიმე მორაგბე მოისაკლისა და ისტორიულმა გამარჯვებამ არ დააყოვნა“, წერს site.rugby.ge.

 


სპორტული ვებგვერდის თანახმად, კანადასთან ტესტში მე-100 კეპი მოიხვეჭა და მეორე ქართველი ცენტურიონი გახდა დავით კაჭარავა. პირველმა ცენტურიონმა მერაბ კვირიკაშვილმა მეტოქეს ლელო დაუდო და გარდასახა, ორი ჯარიმა გაუტანა და „ბორჯღალოსნების“ 13-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა.

 

 

„ქალგარი არამეგობრულად დაგვხვდა და შეხვედრა ძლიერ ქარსა და წვიმაში წარიმართა. სუსხმა და გარემო პირობებმა თამაშს თავისი კვალი დაამჩნია და ის სანახაობრივი ვერ გამოდგა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, განსაკუთრებით ბურთის წინ დავარდნა, თუმცა შერკინებაში „ბორჯღალოსნები“ უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და უმრავლეს შემთხვევაში ეპიზოდი ჯარიმით სრულდებოდა.

 

 

პირველ ტაიმში პირქარში მოგვიწია თამაში. კანადელებმა ტაქტიკა ფეხით თამაშზე და ქართველების შეცდომებზე ააგეს. ამან გაამართლა, შეცდომები მართლაც მრავლად იყო, თუმცა მასპინძლებმა მისი გამოყენება ვერ მოახერხეს, რადგან ღია თამაშში ქართველთა დაცვამ უკან არ დაიხია.

 

 

ანგარიში კვირიკაშვილმა დებიუტშივე ჯარიმით გახსნა. შესვენებამდე დაგვიშავდა და შევცვალეთ ორი მორაგბე - ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი.

 

მეორე ტაიმში ქარი ჩვენს სასარგებლოდ ქროდა და ახლა ჩვენ გამოვკეტეთ მეტოქე მისსავე ნახევარზე. დებიუტში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. საქართველომ დროის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარა, თუმცა ლელომხოლოდ მატჩის მიწურულს ვიხილეთ: გიორგი ბეგაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოს ხაზთან გადაკიდა, მცველმა მისი შემაგრება ვერ მოახერხა და კვირიკაშვილმა დაამიწა. მანვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და დარჩენილ 3 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა - 13:0.

 


ახლა ბორჯღალოსნები აშშ-ში გადაინაცვლებენ და თბილისის დროით 18 ივნისს, გამთენიის 3 საათზე „არწივებს“ ატლანტაში შეერკინებიან“, წერს site.rugby.ge.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი