ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მეორე ვაჟი, საიფი 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ „გაათავისუფლეს“
11-06-2017, 02:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საიფ ალ-ისლამ კადაფი, ლიბიის ყოფილი, აწ გარდაცვლილი ლიდერის, მუამარ კადაფის მეორე ვაჟი (2011 წელს REUTERS-ის მიერ გადაღებული ფოტო), რომელიც მამის შემცვლელად მოიაზრებოდა, ქალაქ ზინტანში 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გავრცელებული ცნობით, ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


აბუ ბაქრ ალ-სიდიყის ბატალიონმა განაცხადა, რომ კადაფის შვილი პარასკევს გათავისუფლდა პატიმრობიდან, მაგრამ იგი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.

 


ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ იგი ახლა აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბაიდაში, ნათესავებთან ერთად იმყოფება.

 


მილიციის ჯგუფმა, რომელსაც საიფი პატიმრობაში ჰყავდა, განაცხადა, რომ მან „დროებითი მთავრობის“ თხოვნის საფუძველზე იმოქმედა.

 


მთავრობამ, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია ბაზირებული, საიფ ალ-ისლამს უკვე შესთავაზა ამნისტია. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მისთვის დაუსწრებლად სიკვდილი აქვს მისჯილი დედაქალაქ ტრიპოლიში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც ვითარებას მოწინააღმდეგე - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მხარდაჭეერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა - აკონტროლებს.

 


როგორც BBC იუწყება, საიფ ალ-ისლამის გათავისუფლების შესახებ ადრე გავრცელებული ცნობები მცდარი აღმოჩნდა.

 


BBC წერს, რომ თუკი მისი პატიმრობიდან გათავისუფლება დადასტურდება, მაშინ ეს მორიგ არაპროგნოზირებად ელემენტს დაამატებს ლიბიის არასტაბილურ მდგომარეობას.

 


საიფ ალ-ისლამი 2011 წლის ნოემბერში უდაბნოში მაშინ დააკავეს, როცა ნიგერიაში გაქცევას ცდილობდა და მოგვიანებით, მისი საჯარო გამოჩენისას ჩანდა, რომ რამდენიმე თითი აკლდა.

 


ყოფილი პლეიბოი ხშირად ჩნდებოდა დასავლეთში, როგორც კადაფის რეჟიმის სახე და მამის მემკვიდრედ მოიაზრებოდა. იგი საზღვარგარეთ და შინაც ინარჩუნებს გარკვეულ მხარდაჭერას და შესაძლოა ეცადოს პოლიტიკაში დაბრუნებას.

 


მას ასევე საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო, მამამისის მიერ აჯანყებულების ჩახშობის წარუმატებელი მცდელობისას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გამო გასამართლებას უპირებს.

 


44 წლის საიფი, რომელსაც 2008 წელს ლონდონის პოლიტიკის და ეკონომიკის სკოლამ დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა, რამაც დავა წარმოშვა, 2011 წლის ნოემბერში, მამის ათწლეულების მმართველობის ფატალურად დასრულებიდან სამ თვეში შეიპყრეს.

 

 

 


იგი მანამდე, 2000 წლიდან, მიჩნეული იყო რეფორმატორად, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ლიბიასა და დასავლეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი