2016 წელს 321 მლნ 758 ათასი ლარის პრემია-დანამატები გაიცა - აუდიტის დასკვნაში 4 სამინისტროა აღნიშნული, რომელიც დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლით გასცემს პრემიებს
11-06-2017, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატების გაცემის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული სპეციალური დასკვნის თანახმად, ბოლო წლებში ყოველწლიურად არის გაზრდილი პრემია-დანამტებისთვის განკუთვნილი თანხები, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ 2014 წელს მიიღო დადგენილება, რომელიც პრემიების გაცემის წესს არეგულირებს. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, სამინისტროების ნაწილში პრემია-დანამატები სწორედ ამ წესის დარღვევით გაიცემა.

 


დასკვნაში აღნიშნულია, რომ შსს, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სასჯელაღსრულებისა პრობაციის და ფინანსთა სამინისტროები დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლით გასცემენ პრემიებს და ამ ფონზე ყოველწლიურად იზრდება პრემია-დანამატების თანხის რაოდენობა.

 


2016 წელს „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ 321 მლნ 758 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 6%-ით, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 11.2%-ით აჭარბებს. აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2016 წელს პრემიის სახით გაცემული შრომის ანაზღაურება, 2015 წელთან შედარებით, 5.1%-ით (3,734 ათასი ლარით) შემცირდა, მაგრამ დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა 9.5%-ით (21,923 ათასი ლარით) გაიზარდა.

 


„ცალკეულ სამინისტროში არის გადაცდომები პრემიის გაცემასთან დაკავშირებით, არის მინისტრების თანხმობით დამატებით იმ რეგულაციისა გაცემული პრემიები, რაზეც ჩვენ ჩვენს დასკვნაში მივუთითებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებითაც ყურადღებით იყვნენ სამინისტროები, ვინაიდან ის დებულება ადგენს იმ რიგითობას, რაოდენობას, პრემიების გაცემის წესს. ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა იყოს ხშირი შემთხვევები ამ დებულების დარღვევისა“, განაცხადა ლაშა თორდიამ და აღნიშნა, რომ „დანამატი უნდა გაიცემოდეს საჯარო მოხელეებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ ზეგანაკვეთურ საქმიანობას, სადღესასწაულო დღეებში მუშაობენ და ასე შემდეგ“.

 


„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ დანამატი წინასწარ არის დანიშნული წლის მანძილზე საჯარო მოხელეებისათვის, ჩვენი აზრით ეს არის თანამდებობრივი სარგო და ამის კლასიფიცირება უნდა მოხდეს თანამდებობრივი სარგოს შესაბამის მუხლში“, მიიჩნევს თორდია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი