NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს კიდევ ერთი ქართული ასეული შეუერთდება
12-06-2017, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ფარგლებში ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2) დაასრულა. დღეს ქართული ასეულის მიერ ეროვნული თვითშეფასების II დონის წარმატებით გადალახვის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა.

 


აღნიშნულ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

 


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქართული ქვედანაყოფის მომზადების დონე დასკვნითი საჩვენებელი სწავლებით შეფასდა. შეფასების მონიტორინგს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და ნატოს სხვადასხვა შტაბის ოფიცრები აკვირდებოდნენ. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა ჰამერის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ვერტმფრენით ევაკუაციაც.

 


შემდეგ ეტაპზე I ქვეითი ბრიგადის „ჩარლი“ ასეული ნატოს შეფასების II დონეს გაივლის (NEL-2). ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შემთხვევაში კი, ქართული დანაყოფი ნატოსთან სრულად თავსებადი გახდება და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულებით იქნება გამოყენებული. I ქვეითი ბრიგადის „ჩარლი“ ასეული მეორე ქართული დანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი