გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა
12-06-2017, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსს შორის გამართული შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმციით, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარია, რომლის მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით მთავრობა განსაკუთრებულად აფასებს.

 


„შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვასა და პირადად საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

 


პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 


მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს“, აღნიშნულია საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი