თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბირჟა მაფიას“ წევრების საქმეზე: „კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“
12-06-2017, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბირჟა მაფიას“ წევრებისთვის, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიასთვის, აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 


ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები ვალდებულები არიან წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად და ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 


„თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ (მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი) ბრალდებულების გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები დასაშვებად ცნო და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების მართლზომიერების შესაფასებლად საქმეთა ზეპირი მოსმენა დანიშნა.

 


ბრალდებულებს გ. ქებურიასა და მ. მგალობლიშვილს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ნარკოტიკული დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

 


2017 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებები ორივე ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულ მ. მგალობლიშვილს პატიმრობის ნაცვლად, დაცვის მხარის მოთხოვნისამებრ, შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ გ. ქებურიას - გირაო 20.000 ლარის ოდენობით. ამასთან, ბრალდებულებს დაევალათ წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად, ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 


თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი