დიმიტრი ქუმსიშვილი: იაპონიასთან დამატებით, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე ვსაუბრობთ
13-06-2017, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული ოფისის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან JICA-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე და დაამატა, რომ იაპონიასთან დამატებით, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე მიდის საუბარი.

 


JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 


ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლობის მნიშვნელობას, სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

 


„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც მეშვეობითაც იაპონიის მთავრობა ეხმარება სხვა ქვეყნებს. სწორედ JICA-ს საშუალებით იაპონიის მთავრობა ახდენს სასესხო ინსტრუმენტების გამოყენებას. დღეს ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა გვაკავშირებს. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებს. ესაა, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. ვსაუბრობთ დამატებით, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


“JICA-სთვის კავკასიის რეგიონი ძალიან საინტერესოა. ჩვენ უკვე 25 წელია, რაც საქართველოსთან ვთანამშრომლობთ. საწყის პერიოდში გაწეული დახმარების მცირე მასშტაბების მიუხედავად, ის იყო შედეგიანი. წარმატებული საერთაშორისო ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ ინსტიტუციურად მომზადებულ ქვეყნებთან და ამ მხრივ, საქართველო იდეალური ქვეყანაა შემდგომი თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა JICA-ს პრეზიდენტმა, შინიჩი კიტაოკამ.

 


აღსანიშნავია, პირველი ვიცე-პრემიერი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს მიმდინარე წლის მაისში, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. როგორც აღინიშნა, JICA-ს პრეზიდენტის ვიზიტი, ხელს შეუწყობს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

 


JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, JICA-ს საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელი იუკიჰო ეჯირი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, საქართველოს მთავრობის, ასევე, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 


ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი