ლევან იზორია ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა
13-06-2017, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალურ ვიზიტს საბრძოლო მომზადების ცენტრში სტუმრობით დაიწყებს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას იანვრიდან გადის. თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს გაესაუბრება და ასეულის საჩვენებელ სწავლებას დაესწრება.

 


ვიზიტის მეორე დღეს ლევან იზორია გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლაინს შეხვდება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაღუპულ ჯარისკაცთა ღირსების მემორიალს გვრიგვინით შემაკობს.

 


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ბერლინის უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტთან, დოქტორ კარლ-ჰეინც კამპთან და უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ბუნდესკანცლერის მრჩეველთან კრისტოფერ ჰოიზგენთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი